მეცხრე დღე
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები. მივეცით შენიშვნები, შევთავაზეთ რჩევები და უკვე შემიძლია ვთქვა, რომ პროექტით სწავლება საშუალებას მომცემს მოსწავლეებისთვის საინტერესოს გავხდო საგნის შესწავლა. იმისათვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას სწორი მიმართულებების მიცემა შეძლოს, თავად უნდა იყოს მობილიზებული და ამაში კარგი სამსახური გამიწია ინტელის ამ კურსმა. გარდა ამისა, ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის ასეთი გადამზადება აუცილებელი და მნიშვნელოვანი წინაპირობაა პედაგოგიური ზრდისთვის, რისი საშუალებაც სრულიად უსუყიდლოდ მოგვეცა.
რაც შეეხება ტრენერს, ქალბატონ გვანცას, უნდა აღვნიშნო, რომ მისი ენთუზიაზმი და მობილიზება ყოველი პედაგოგისთვის, ვინც კი მის პედაგოგიურ პროფესიონალიზმს იწვნევს, სასურველი და მისაბაძია. მადლობა მას. ასეთი სრულყოფილი სამსახურის გაწევისთვის.
No comments:
Post a Comment