Monday, April 18, 2016

მეცხრე დღე
   დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები. მივეცით შენიშვნები, შევთავაზეთ რჩევები და უკვე შემიძლია ვთქვა, რომ პროექტით სწავლება საშუალებას მომცემს მოსწავლეებისთვის საინტერესოს გავხდო საგნის შესწავლა.      იმისათვის, რომ მასწავლებელმა  მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას სწორი მიმართულებების მიცემა შეძლოს, თავად უნდა იყოს მობილიზებული და ამაში კარგი სამსახური გამიწია ინტელის ამ კურსმა. გარდა ამისა, ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის ასეთი გადამზადება აუცილებელი და მნიშვნელოვანი წინაპირობაა პედაგოგიური ზრდისთვის, რისი საშუალებაც სრულიად უსუყიდლოდ მოგვეცა.
     რაც შეეხება ტრენერს, ქალბატონ გვანცას, უნდა აღვნიშნო, რომ მისი ენთუზიაზმი და მობილიზება ყოველი პედაგოგისთვის, ვინც კი მის პედაგოგიურ პროფესიონალიზმს იწვნევს, სასურველი და მისაბაძია. მადლობა მას. ასეთი სრულყოფილი სამსახურის გაწევისთვის.

Sunday, April 17, 2016

მერვე დღე
    დღევანდელი დღეც კიდევ უფრო პროდუქტიულია. განვიხილეთ საშინაო დავალებები. შევისწავლეთ პოუერპოინტში  ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც სრულყოფილი პროდუქტის შექმნის საშუალებას მოგვცემს.ვისწავლეთ ფაილებში ნაშრომების ჩალაგება, გარდა ამისა გავეცანით ფასისლტაციის ტექნოლოგიური ნიმუშების სახეობების მარავალფეროვან ვარიანტებს. რაც გაუადვილებს მოსწავლეებს პროექტის კეთებას. მადლობა გვაცა სალიას!

Saturday, April 16, 2016

მეშვიდე დღე
დღევანდელი დრე ძალიან ნაყოფიერი იყო. განვიხილე საშინაო დავალებები: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, შეფასების რუბრიკა,  ბუკლეტი. ვისაუბრეთ მოსწავლეთა შესაძლებლობების ნაირსახეობებზე, შევისწავლე ბლუმისა და გარდნერის მატრიცა, რომელიც დამეხმარება როგორ გავანაწილო დავალება სხვადასხვა შესაძლებლობის მისწავლეებზე და როგორ გავხადო მათთვის თითოეული დავალება უფრო საინტერესო.

Sunday, April 10, 2016

მეექვსე დღე.
   შევისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება, რაც მთავარია მისწავლეთა პროექტზე მუშაობისათვის. გავეცანით შეფასების რუბეიკას, რაც დაგვეხმარება  მოსწავლეთა ნამუშევრის შესაფასებლად. ნელ-ნელა მივიწევთ წინ და უკეთ ვახერხებთ სრულყოფილი  პროექტის მომზადების უზრუნველყოფისთვის მზადყოფნას.

Saturday, April 9, 2016

მეხუთე დღე:
      დღევანდელმა დღემ ჩემზე კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, შევიძინე პროექტის შექმნის უფრო სიღრმისეული ცოდნა. ურთიერთკავშირები აადვილებენ აღქმას  დავალების მიმართ. შევისწავლე საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმი დავინახე თუ რა პრობლემების წარმოშობის ალბათობაა მოსალოდნელი მოსწავლის პროექტზე მუშაობისას. პროექტზე მუშაობის აქამდე არსებული მცდარი შეხედულება საბოლოოდ შემეცვალა დადებითად, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ეს საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს. ვიტოვებ იმედს, რომ ტრენინგის კურსის ბოლოს უკეთესი შეფასება მექნება და ის რაც დღეს რთულად მიმაჩნია გამიადვილდება.

Sunday, April 3, 2016

მეოთხე ტრენინგი.
   ამ ტრენინგზე შევისწავლე როგორ მოვაერხო პროექტის შეფასების დროში გაწერილი რუბრიკის შექმნა. როგორ შევუსაბამო ესგ-ს პროექტის მიზანი. როგორ გავუადვილო მოსწავლეს სწავლა , როგორ გავხადო იგი სახალისო და ეფექტური  და ამ ტრენინგმა დამანახა რომ შეფასება აუცილებელია. ქღფრთოვანებული ვარ ქალბატონი გვანცას პროფესიონალიზმით და მკაცრი, მომთხოვნი  ხასიათით. მადლობა მას.

Saturday, April 2, 2016

დღე 3.
დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის იყო კიდევ უფრო საინტერესო იმით, რომ უკეთ შევისწავლე და გავიგე როგორ შევადგინო პროექტის გეგმა. ამაში ძალიან დამეხმარა  კითხვები რომელიც მოიცავდა ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ  ვარიანტებს. გავითავისე რამდენად კონკრეტული, მარტივი და მოსწავლისთვის მისაწვდომი  უნდა იყოს  კოთხვის არსი, რა უნდა მისცეს პროექტმა მოსწავლეს პროექტის დასრულების შემდგომ. მადლობა ინტელს და ჩემს ტრენერს ქალბატონ გვანცა სალიას.